ახალი ამბები უკრაინის ომი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ახლა ყველაზე ცხელი ვითარება ბახმუტთან და სოლედარშია

უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. საღამოს ვიდეომიმართვაში, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე რთული ვითარება ბახმუტთანაა:

“დონეცკის რეგიონში – ბახმუტში, სოლედარში – ახლა, როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით. ჩვენი გმირები, რომლებიც იქ იცავენ, ყველა, ვინც იქ არის, იმსახურებს უდიდეს მადლიერებას.” – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

მან მადლობა გადაუხადა ჩოპის მესაზღვრთა რაზმს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, სწორედ ბახმუტთან მძიმე ბრძოლას ემსხვერპლა რამდენიმე საათის წინ, 5 ქართველი მებრძოლი.

იტვირთბა....