ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისა და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრან და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს, გააგრძელოს რაიმე საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე. იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას, ჩემი შვილისა და ოჯახის ღირსებას[/so_quote]
განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ.