ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნებიდან” წასული დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ახალ კანონპროექტს ამზადებენ

მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს დაემუქრა და მათი საქმიანობის მკაცრ რეგულაციებში მოქცევა დააანონსა, “ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა მესამე სექტორის წინააღმდეგ კანონპროექტის მომზადება გადაწყვიტეს, რომლის მთავარი მიზანიც დაფინანსების შეფერხება იქნება.

“ხალხის ძალა” ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკისგან ფინანსდება და ეს დაფინანსება მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს. სწორედ ანალოგიური ფაქტი მოხდა რუსეთშიც, სადაც კრემლის რეჟიმმა არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ გაილაშქრა.

კანონპროექტი პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება.

იტვირთბა....