ხაშურის მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების საქმე -ერთ-ერთი ბრალდებულის შვილი “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ მისი მამა უდანაშაულოა.
მისი თქმით, არ იცის, სად იყო დაკავებული შემთხვევის დღეს:
აღარ მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე მამაჩემი. არ მაქვს ინფორმაცია, სად იმყოფებოდა 25 ნოემბერს ის.
მამაჩემი დამნაშავე არ არის, თუ დამნაშავეა, დაისჯება, მაგრამ დამნაშავე არ არის”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის შვილი.
ჯგუფური გაუპატიურების და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე ხაშურის სასამართლოში 16 საათზე იმსჯელებენ.
ბრალდებულების ინტერესებს ამ დროისთვის სახაზინო წესით აყვანილი ადვოკატი იცავს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ოჯახმა კერძო უფლებადამცველი აიყვანოს.
დაკავებულები ამ დროისთვის ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. სასტიკად ნაცემი მონაზონი კი კავკასიის მედიცინის ცენტრშია და მკურნალობას განაგრძობს. მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად მოხუცს ტვინის შერყევა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების საქმეზე 27 და 39 წლის პირებია დაკავებული.
წყარო:ტვ პირველი