ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება – ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ მედიასთან საპატრიარქოსთან შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში საპატრიარქო არის ერთ-ერთი დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება.

„საპატრიარქოს აქვს დიდი ძალაუფლება, რათა ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის ამ ძალიან მძიმე საკითხში, რაც არის ქალების კვლა, ფემიციდი. ცდილობს, პასუხისმგებლობა მედიას, საზოგადოებას დააკისროს და არც ერთ ეტაპზე არ გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როცა ასეთი სერიოზული ძალაუფლება აქვს.

არ ვსაუბრობ რელიგიასა და რწმენაზე, ვსაუბრობ ინსტიტუციაზე – საპატრიარქოზე, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებებს ძალიან ხშირად სცდება და პოლიტიკურ პროცესებში ერევა. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას როგორც რუსეთის გაგრძელებას. ამას აქვს კონკრეტული საფუძვლები – მილოცვა იყო კირილის მიმართ, ასევე ვერასდროს სცნო უკრაინის ავტოკეფალია. მაშინ, როცა პარლამენტში განიხილება საკითხები, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის დემოკრატიასა და პროგრესს, როგორიც არის გენდერული საკითხები, დეცენტრალიზაცია, სექსუალური განათლება სკოლებში, ამ საკითხებს საპატრიარქო პირდაპირ ეწინააღმდეგება და ერევა პოლიტიკურ პროცესებში. თან ისე, რომ ქვეყანაში პირდაპირ შეაფერხოს პროგრესი, თანასწორობა, განვითარება და ქალთა კვლა. საპატრიარქოს განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქვეყანაში არ არის იმისთვის, რომ პროგრესი იყოს. საპატრიარქოში რუსეთის უდიდესი გავლენებია. ისინი მტრობენ ქვეყანას, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ ფემიციდზე, კირილს დაბადების დღეს ულოცავენ“, – განაცხადა სამნიძემ.

იტვირთბა....