ჩინური მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში კოვიდით დაინფიცირდა 40 ათასი ადამიანი. ბოლო დღეებია, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება.
ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს და ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
იტვირთბა....