ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფიზიკური დაპირპისპირება სამეგრელოში – “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს ქვები დაუშინეს

სამეგრელოში ფორმულას გადამღებ ჯგუფსა და ჟურნალისტ დავით მანიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტი მივიდა ოჯახში, სადაც არსებული ინფორმაციით, ბიძას 8 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან.

ჟურნალისტს ოჯახის წევრებთან მომხდართან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა, რასაც ოჯახის მხრიდან აგრესია მოჰყვა. მათ დავით მანიას ქვა ესროლეს.

სამეგრელოში 8 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნის ბიძაა.

სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

წყარო:ფორმულანიუსი

იტვირთბა....