“განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარ რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ჯო უილსონის თქმით, კოლსთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.
“რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში“. – წერს ჯო უილსონი ფლატფორმა X-ზე.