უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პიერ მორგანთან ინტერვიუში პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, “თუ ხალხს სჯერა, რომ დიპლომატიურ გზაზე უნდა გადავიდეთ და მე მჯერა, რომ მზად ვართ, მაშინ პუტინს დაველაპარაკებით.“
კითხვაზე – როგორ იგრძნობს თავს, სამშვიდობო სამიტის დროს პუტინის პირისპირ ჯდომა რომ მოუწიოს?
უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტს უპასუხა: „თუ ეს იქნება ერთადერთი სქემა, რომლის წყალობითაც შევძლებთ მშვიდობა მოვუტანოთ უკრაინელებს და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ, მიუხედავად იმისა, რას ვგრძნობ მის მიმართ. მე არ ვიქნები მის მიმართ კეთილი. მე მას მტრად ვთვლი და ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ.“