„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის შესაფერისი კვალიფიკაცია არ აქვს. პოლიტიკოსი პარტიის დატოვებასაც არ გამორიცხავს, მისი თქმით, თუ ენმ-მ ამომრჩევლების წინაშე დაკისრებული ორი ამოცანა ვერ შეასრულა პარტიაში მისი ადგილი აღარ იქნება.
„ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს, ძალიან დიდ პატივს ვცემ. იგი არის ჩვენი დეპუტატი, ჩვენი მეგობარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს თავმჯდომარისთვის, არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა, მე მესურვა ახალი თავმჯდომარის მიმართულებით “, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.