ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ – ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის, მიერ რუსეთის პატრიარქის, კირილესათვის დაბადების დღის მილოცვას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“ილია II-მ ომისა და ბავშვების მკვლელის დამლოცავ სატანის მოციქულს მიულოცა დაბადების დღე. ანტიქრისტეს ეკლესია კგბ-ს ვეტერანის ცოცხლად ხრწნის აღმნიშვნელ თარიღს ზეიმობს …

მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ …” – წერს ბუღაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა და უსურვა, რომ “რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის.”

იტვირთბა....