ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება მესამე პრეზიდენტისთვის უდიდეს პირად ტრაგედიად იქცა – BBC-ის რუსული რედაქცია

ბრიტანული გამოცემის, „BBC“-ის რუსულმა რედაქციამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ფატალური შეცდომა იყო.

„მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ფატალური შეცდომამ იყო, რადგან მან დაარტყა საქართველოს უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას და თვითონ მიხეილისთვის უდიდეს პირად ტრაგედიად იქცა.
პირველ ოქტომბერს წინა წელს ქართული არხებით გავიდა კადრები როგორ დააკავეს ექს პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში. ამ კადრებში დაპატიმრებული სააკაშვილი მიჰყავს ორ პოლიციელს. ექსპრეზიდენტს ხელბორკილი ადევს, თუმცა იცინის.
დღეს, ამ ამბიდან ერთი წელი გავიდა, სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია, მაგრამ არა ციხეში, არამედ, თბილისის კლინიკაში, სადაც ის გადაიყვანეს რამდენიმე თვის წინ. თავის ფეისბუკგვერდზე სააკაშვილი კომენტარებს მხოლოდ უკრაინის ომის თემაზე აკეთებს და ქართულ პოლიტიკაზე არაფერს წერს.
სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესებს არ ესწრება, მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარსდება და ერთადერთი გამოსავალი მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებაა.
ამას ადასტურებს ცენტრი ,,ემპათია”, რომელიც ატარებს დამოუკიდებელ სამედიცინო ექპერტიზებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით 20 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან მედიკოსების აქცია გაიმართა“ , – აღნიშნულია სტატიაში.

იტვირთბა....