ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ რუსების მხრიდან მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. 23 ნოემბერს, დილით, ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.
“დაზიანდა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, პოლიკლინიკის შენობა. სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი – 55 წლის ქალბატონი და 68 წლის კაცი, 1 პირი – ჰოსპიტალიზებულია, ერთს – ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს”, – წერს სინეგუბოვი ტელეგრამ არხზე.