უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, სერხი კრუკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომის შედეგად უკრაინის 30% დანაღმულია.
მისივე თქმით, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინტენსიური განაღმვა მიმდინარეობს და 8000 კმ-ზე მეტი ფართობი გასუფთავებას საჭიროებს, საიდანაც დაახლოებით 7000 კვ.კმ ხერსონის, 1500 კვ.კმ-მდე კი მიკოლაევის ოლქშია.
“იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგია აღდგება და სასიცოცხლო ინსტრასტრუქტურა კვლავ დაიწყებს მუშობას. იქ მომუშავე სამსახურებს რამდენიმე თვე დასჭირდება.”- განაცხადა კრუკმა.
ცნობისთვის, გუშინ, 17 ნოემბერს რუსეთის მორიგმა სარაკეტო შეტევამ უკრაინის ქალაქებზე მილიონობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა. შეფერხდა წყლის მიწოდებაც.