ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი, ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს

სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩევნებში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი, მხატვარი და ფესტივალ “Fest i Nova-ს” დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს. რექტორის შესახებ მონაცემები აკადემიის ვებგვერდზე განახლდა.

აკადემიის რექტორი 4 წლის ვადით 11 ადამიანისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ აირჩია. არჩევნები კი სამხატვრო აკადემიაში დღეს, 18 ნოემბერს გაიმართა.

ცნობისთვის, ერთკანდიდატიან არჩევნებში გაიმარჯვა ჯაბა სამუშიამაც, რომელიც 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

იტვირთბა....