ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უკრაინელი დეპუტატები ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, მიხეილ მირილაშვილის დასანქცირებას ითხოვენ

“მირილაშვილი – სანქციების ქვეშ!” -უკრაინის სახალხო რადას დეპუტატები ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, მიხეილ მირილაშვილის დაუყოვნებლივ დასანქცირებას ითხოვენ. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინული “რადას” წევრმა, ოლექსეი გონჩარენკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

“მირილაშვილი – სანქციების ქვეშ! რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, „პუტინის მზარეულის“ [ევგენი პრიგოჟინი] მეგობარი, რომელიც აგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას, რათა მისი ფულით ჩვენი ქალაქები დაბომბონ. ის უხდის ჩვენს მტერს და არ აპირებს გაჩერებას.

და ის [მირილაშვილი] ჯერ კიდევ არ არის ჩვენ მიერ დასჯილი! დროა შეწყვიტოს. შესაბამისი წინადადებით მიმართეს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეზიდენტს და მდივანს.

ისეთ ნაძირალის, როგორიც მირილაშვილია, ნორმალურ ხალხში ადგილი არ არის. საჭიროა სანქციები და სინქრონიზაცია უკვე შემოღებულ ევროკავშირისა და აშშ-ის შეზღუდვებთან. და ჩვენ ამას გავაკეთებთ.”,- წერს გონჩარენკო.

მი­ხე­ილ მი­რი­ლაშ­ვი­ლი, 1960 წლის 1 მა­ისს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კუ­ლა­ში და­ი­ბა­და. სო­ფე­ლი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა.

“ტაბულას” სტატიის თანახმად, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა, მირილაშვილი 1977 წლიდან პეტერბურგში ცხოვრობდა, 90-იანი წლების დასაწყისიდან კი პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი და „ავტორიტეტი” გახდა, რომელსაც რუსული მედიასაშუალებები, მათ შორის, კომერსანტი, მეტსახელად „მიშა კუტაისკის” ეძახდნენ.

[ფოტოზე: ირაკლი ღარიბაშვილი და მიხეილ მირილაშვილი – 2014 წელი.]

იტვირთბა....