ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ეს არის პუტინის ომის სასტიკი და დაუნდობელი რეალობა – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა პოლონეთში ჩამოცვენილი ბომბების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. სუნაკმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესია არის დამანგრეველი და ვიდრე ის არ დასრულდება, მსოფლიო საფრთხეშია.

„ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ მკაფიო: არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და დაუნდობელი რეალობა. სანამ ეს გაგრძელდება, ის საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასაც. სანამ ეს დასრულდება, მსოფლიო ეკონომიკას დაანგრევს“ .

შეგახსენებთ, პოლონეთში ორი რაკეტა ჩამოცვივდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჯერჯერობით პოლონური მხარისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა რაკეტების წარმომავლობასთან დაკავშირებით. არსებობს მხოლოდ ექსპერტთა ვარაუდები.

იტვირთბა....