„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თბილისში ვიზიტსა და უნგრეთის პრემიერ, ვიქტორ ორბანის მიერ ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა საერთაშორისო იზოლაციაშია, რაც მისი დასასრულის რეალური დასაწყისია. კრემლმა სწორედ ამიტომ აამუშავა საკუთარი ძალები, საქმეში ჩართო უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი, რათა ივანიშვილი დასანქცირებას გადაარჩინოს.
შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის დიდ პატივს სცემს ქართველი და უნგრელი ხალხის მეგობრობას, თუმცა მათი პრემიერის მიერ საქართველოს მტერი ივანიშვილის ლობისტობა კატეგორიულად მიუღებელია. მან უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს ორბანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდა.
იტვირთბა....