ახალი ამბები

გამომძიებლებმა უკვე 400-ზე მეტრი რუსული დანაშაული დააფიქსირეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ. მისივე თქმით, გრძელდება გათავისუფლებული ხერსონის ტერიტორიაზე დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება.

“მოვუწოდებ ხერსონის ყველა მაცხოვრებელს, გამოიჩინონ სიფრთხილე და სასწრაფოდ შეატყობინონ მაშველებს ყველა საშიში ობიექტის შესახებ.
ასევე გრძელდება ამ ტერიტორიაზე დარჩენილი რუსი ჯარისკაცებისა და დაქირავებულების დაკავება და დივერსანტების განეიტრალება.
გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს 400-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაული, ნაპოვნია როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პერსონალის ცხედრები.
ხერსონის რაიონში რუსულმა ჯარმა დატოვა იგივე სისასტიკე, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებში, სადაც შესვლა შეძლო. ჩვენ ვიპოვით ყველა მკვლელს და პასუხისგებაში მივცემთ. ეჭვგარეშეა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....