ქართველი ანალიტიკოსი,ბუკა პეტრიაშილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ანალიზს უეკთებს.მისი თქმით, ხერსონის მთელ ოლქში უკრაინის დროშის აღმართვა ჩვენზე მეტად უკრაინელებს და ხერსონელებს ეჩქარებათ,თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.
ცხადია, ჩვენზე მეტად ხერსონელებს და უკრაინელებს ეჩქარებათ ხერსონის მთელს ოლქში უკრაინის დროშის აღმართვა, მაგრამ ამას დრო სჭირდება! საქმე ისაა, რომ ურდომ გასვლისას დანაღმა, გადამეტების გარეშე, ყველაფერი! ამიტომ ხერსონის ოლქის გაწმენდის პროცესი საკმაოდ აგდებს ჩვენების წინსვლის ტემპებს! თუმცა, იმდენად წინ კი გავიდნენ უკვე ჩვენები, რომ მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროს არტილერიით და საზენიტო სისტემებით ბომბავენ! გუშინ მაგალითად ასე იყო სკადოვსკაში! ასე იქნება აწი სულ უფრო და უფტო მეტად!
ზაპოროჟიეში ურდო აძლიერებს მელიტოპოლის ირგვლივ დაცვის ზღუდეებს, ისევე როგორც დონეცკის ოლქში მარიუპოლში!
ურდოს მორალური მდგომარეობა ძალიან წამხდარია! ვრცელდებბა არაერთი ვიდეო ჩმობიკების ბუნტის და სამხედრო ხელმძღვანელებთან დაპირისპირების შესახებ!
თუმცა, ფაქტია, რომ ჩმობიკებიც, ვაგნერელებიც და სხვა ბრძოლისუნარიანი ძალები ურდომ აღმოსავლეთისკენ გადაისროლა! შესაბამისად გართულდა ვითარება დონეცკის და ლუჰანსკის მიმართულებაზე! ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენები ერთი მტკაველი მიწის დათმობას აპირებს (მაგალითად გუშინ ჩვენებმა აღადგინეს კონტროლი ლუჰანსკის ოლქში არსებულ მნიშვნელოვან დასახლება მაკეევკაზე)! ვუჰლედარისთვის და ბახმუტისთვის უმძიმესი ბრძოლები მიდის, მაგრამ ჩვენები მაგრად დგანან – 80 ათასს გადასცდა კობზონის კონცერტზე დამსწრეთა ოდენობა.
ამ დღეებში დიდი საერთაშორისო ამბები გვექნება! ვნახოთ ინდონეზიაში როგორ ჩაივლის სამიტი (ვირტუალურად მასში ნამდვილად აპირებს მონაწილეობის მიღებას პრეზიდენტი ზელენსკი, ხოლო ურდოს მხრიდან ჩასულია პუტლერის ჯაგლაგა ლავრიკი)!
ასევე ზეგ გაიმართება რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრა, სადაც ქვეყნები იმსჯელებენ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ!
გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, იანვრამდე უკრაინა 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენსო! ჩვენების მთავარი სადაზვერვო სამართველოს უფროსი ბუდანოვიც +- 2-3 კვირა აქეთ იქით და იგივეს უბნობს!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ნადგურდება!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!