ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერორისტული აქტი სტამბოლში – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სტამბოლში,კონკრეტულა კი ისკალელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.ამ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვიგებთ. ის მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) აკისრებს.

PKK მებრძოლთა დაჯგუფებაა, რომელიც თურქეთში დამოუკიდებელ ქურთთა სახელმწიფოს შექმნას ითხოვს. ევროკავშირი და აშშ მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის აუღია.

მანამდე ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ აფეთქება ქალის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო.

იუსტიციის მინისტრმა კი ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ ქალი ისკალელიოს ქუჩაზე 40 წუთის განმავლობაში სკამზე იჯდა და იქაურობა აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

აფეთქება სტამბოლში გუშინ 13 ნოემბერს მოხდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

იტვირთბა....