ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ემიგრანტ გოგი წულაიას დაბრუნებისთანავე დააკავებენ – რას ედავებიან პოლიტიკოსს?

პოლიტიკოს გოგი წულაიას გახმაურებული სასამართლო პროცესი დასრულებულია – სასამართლომ მას ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმის გასარკვევად თუ რა ნაწილში დაუდასტურდა პოლიტიკოსს ბრალი, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება:

„ბატონ გოგის ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც იყო სექსუალური ძალადობის სხვაგვარი ფორმა, ამ ნაწილში სასამართლომ ის გაამართლა იმიტომ, რომ მას ნებაყოფლობით ჰქონდა ხელი აღებული ამ დანაშაულის ჩადენაზე და ამ მუხლის შემადგენლობა არ არის სასჯელის შეფარდება და ამიტომაც მოუხსნა ეს ბრალდება.
მაგრამ იმ ნაწილში, სადაც სხეულის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული დაზარალებულს ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გოგის მხრიდან ამ დაზიანებების მიყენებას, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობით მიყენებული სხეულის დაზიანება. ამ მუხლის პირველი ნაწილით მას მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან მას ოთხი თვე უკვე მოხდილი აქვს საპატიმროში, დარჩენილი აქვს ორი თვე. სასამართლომ გააკეთა განმარტება, რომ მას არც ამ ორ თვეს მიუსჯიდა და გაითვალისწინებდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა ვინაიდან ის იმყოფება საზღვარგარეთ, ჩაითვალა, რომ ეს იყო სასჯელისთვის თავის არიდება და ამიტომაც მიესაჯა ორი თვე“, – განაცხადა მისმა უფლებადამცვეილმა ვალერი გელბახიანმა.

ცნობისთვის, წულაია ამ დროისათვის უცხოეთში იმყოფება.

წყარო: cnews.ge

იტვირთბა....