აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გიტანას ნაუსედა არ გამორიცხავს, რომ ესტონეთის მსგავსად, რუსეთთან საზღვარი ლიეტუვამაც დაკეტოს

გიტანას ნაუსედა არ გამორიცხავს, რომ ესტონეთის მსგავსად, რუსეთთან საზღვარი ლიეტუვამაც დაკეტოს.

„ესტონეთის გადაწყვეტილება სრულიად ადეკვატურია. ესტონეთი ძალიან თავხედურ მცდელობებს ეჩეხება, რომლებიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საბოტაჟის აქტები. არსებითად, ეს არის კინეტიკური ატქები, რომლებიც ქმნიან ძალიან სახიფათო პრეცედენტებს. ეს რეგიონში სიახლე არაა, ამიტომ ესტონეთის გადაწყვეტილება სრულიად გასაგებია ჩემთვის“,- განაცხადა ნაუსედამ.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტის დეკემბრიდან დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღკვეთა დრონების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის გაჩენის მცდელობა.

გიტანას ნაუსედას თქმით, ლიეტუვამაც შესაძლოა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.

„თუმცა ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა გარემოება, უპირველეს ყოვლისა, ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტული ქვეყანა კალინინგრადთან. თუმცა, თუ რეგიონში დესტაბილიზაციური ვითარება გაგრძელდება, იქნება რეაგირებაც. რუსეთს არ ესმის, როდესაც ჩვენ არ ვრეაგირებთ მის ქმედებებს. ამას სისუსტედ აღიქვამს. თუ მსგავსი ინციდენტები მოხდება, ჩვენ განვიხილავთ მათი აღკვეთის ზომებს“, – განაცხადა ნაუსედამ.

იტვირთბა....