ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჩინეთში შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, განხილული იქნება უკრაინის საკითხი, მისი მოგვარება, შესაბამისი ამერიკული და რუსული წინადადებები და იდეები“, – განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ქალაქ შენჭენში, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

„შემიძლია 100%-ით ვთქვა, რომ რადგან პუტინი და დონალდ ტრამპი შენჭენში იქნებიან, ისინი იქ ერთმანეთს შეხვდებიან“, – აღნიშნა უშაკოვმა.

ამასთან, უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

„მათი საუბარი საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის უკრაინას, შეეხება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

იტვირთბა....