ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, – განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა.

სანქციების გაფართოებულ სიაში 50 რუსული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი მოხვდა.

„რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებითა და გაფართოებით, ევროკავშირი იმ ფინანსური არხების წვდომის შესაძლებლობას წყვეტს, რომლებიც სახელმწიფო შემოსავლებს ამუშავებენ და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აფინანსებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....