“მედიის მტარვალი თურმე მედიის შუქურაა, მწამებელი და რეჟიმის მთავარი არქიტექტორი – დემოკრატიის შუქურა, ჯარისთვის ფულის მომპარავი მედიის, დემოკრატიის მხარდამჭერი და მეცენატი ყოფილა, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი – ეს არის მათი დემოკრატია და მათი სამართალი?!საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ამ ბატონების თუ ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მათთვის მხოლოდ ერთადერთია მისაღები, სადაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ჩაიწერება და ახლა ვსვამ კითხვას, ეს არის დემოკრატია? დემოკრატიული ღირებულებები ყოფილა, რომ მედიის მტარვალი თურმე მედიის შუქურაა, მწამებელი და ამ რეჟიმის მთავარი არქიტექტორი ყოფილა თურმე დემოკრატიის შუქურა, ჯარისთვის ფულის მომპარავი მედიის და დემოკრატიის მხარდამჭერი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი კი ოლიგარქი, ეს არის მათი დემოკრატია და მათი სამართალი? ეს ევროპარლამენტი არ არის, ეს არის ცალკეული პირები და მნიშვნელობა არ აქვს ვინ იძახის ამას, როგორი თვალის ფერი, წონა და ზომა ექნება, სიმართლე არის ერთი – ივანიშვილმა საკუთარი და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა,”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
იტვირთბა....