ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა

2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია, აღნიშნულ მონაცემებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა.

მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 12,6% იყო, როცა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 6,3%-ს, ხოლო მაქსიმუმს – 10,4%-ს 2019 წელს აღწევდა.

“მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ ამ ქვეყნასთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც კი საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს”, – აღნიშნულია კვლევაში.

იტვირთბა....