ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინის ენერგოსისტემის მდგომარეობა მძიმდება, კიევში ფორს-მაჟორია

დღეს დილიდან ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით უნდა შემცირდეს უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის და პოლტავის ოლქებში. ამის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა სახელმწიფო კომპანია „უკრენერგომ“.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქის და ამ ოლქების ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 10, 11, 17 და 22 ოქტომბერს და 2 ნოემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად. ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, უკრაინაში ოქტომბრიდან მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი.

„უკრენერგოს“ ინფორმაციით, დღეს, 7 ნოემბრის 06:00 საათიდან დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდების საათობრივ გრაფიკთან ერთად, საჭირო იქნება ე.წ. ავარიული გათიშვაც, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი და მაღალვოლტიანი ინფრასტრუქტურის გადატვირთვა.

კერძო ენერგოკომპანია YASNO-ს აღმასრულებელი დირექტორის, სერგეი კოვალენკოს განცხადებით, დღეს, კიევის ენერგოქსელში გრაფიკით გათვალისწინებულზე 32%-ით მეტი დეფიციტი იქნება, რაც უკვე ფორს-მაჟორია.

იტვირთბა....