უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ნადირაძემ სოციალურ ქსელში შავი ლენტის ფოტო ატვირთა, რაც ავტომატურად, ქართველი მებრძოლის დაღუპვას ნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაეცა გმირულად უკრაინაში საქართველოსთვის ბრძოლაში.