უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ვანო ნადირაძემ უკრაინაში მყოფ სხვა ქართველ თანამებრძოლებს მიმართა. ის გამოუცდელ ჯარისკაცებს, ცივი ზამთრის წინ, სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.
“უკრაინაში ქართველ მეომრებს მივმართავ.
ძმებო მალე უკრაინაში თოვლი მოვა.სამწუხაროდ ბევრ თქვნთაგანს არაა აქვს გამოცდილება უკრაინაში ზამთრის პირობებში ბრძოლის,მათ ვინც 24 თებერვლის შემდეგ ჩამოხვედით, უკრაინელებთან შედარებით.ამიტომ ძალიან გთხოვთ თავს ნუ გამოიდებთ იყავით ყოველთვის მეორე ნომრები, პირველები იყვნენ თვითონ უკრაინელები.
დამატებით კიდევ , რასტიაჟკები უმეტესად იქნება სათევზაო თეთრ ლესკებზე რომლებიც არ ჩანს. მასიურად დაყრიან ПФМ-1 ” лепесток’, რომლებსაც მცირე ზომის გამო სულ ათი წუთი სჭირდება რომ ახალმა თოვლის ფენამ გადაფაროს.
ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად!!!!
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!” , – წერს ნადირაძე.