ირანელები უპილოტო თვითმფრინავების ახალი პარტიების და ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას აპირებენ რუსეთისთვის. – ამის ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება.
ანალიტიკოსების თქმით, ეს გამოიწვევს რუსეთის დამოკიდებულების ზრდას ირანულ იარაღზე.
უკრაინის დაზვერვის და, ასევე, ანალიტიკოსების განცხადებით, ირანი მალე რუსეთს გაუგზავნის ასობით ახალ კამიკაძე დრონს, რომლებსაც რუსეთი გამოიყენებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევისთვის.
ექსპერტების ცნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, დათანხმდა ირანული იარაღის დამატებით მიწოდებას საკრუიზო რაკეტებისა და თვითმფრინავების მარაგის ამოწურვის გამო. რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს სარაკეტო დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.