მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კორონავირუსით ინფიცირებული პირის კონტაქტია და მაღალი სიცხე აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი ვარაუდობს, რომ დღევანდელი სასამართლო პროცესიც გადაიდება.
„მიხეილ სააკაშვილი ავადმყოფობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება. გარდა ამისა, ის კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტია. 5 დღის გასვლას ელოდებიან, რომ კორონავირუსზე ტესტი განმეორებით ჩაუტარდეს, სიცხიანია. კოვიდის გამო, სამი დღეა არ შევხვედრივარ. წესით, დღევანდელი სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაგეგმილი პროცესი სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.