ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული

“რეზონანსთან” ინტერვიუში “დემოგრაფიული ფონდის” ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ ქართველი სტუდენტი გოგონების გამოკითხვის მიხედვით, 22 წლის ასაკში მათ აბორტი უკვე 5-6-ჯერ აქვთ გაკეთებული, პირველი აბორტი კი 14 წლის ასაკში გაიკეთეს.

კვლევის მონაცემების მიხედვით, ანონიმური გამოკითხვა საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 250 გოგონა მონაწილეობდა.

„კვლევაში არ უთქვამთ, აბორტი ექიმის დახმარებით თუ ოჯახურ პირობებში გაიკეთეს, თუმცა ძირითადად მედიკამენტური აბორტის შემთხვევებია. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული 18-22 წლამდე ასაკის 250 გოგონადან 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6ჯერ აქვთ გაკეთებული. 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში ჰქონდა გაკეთებული“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ გამოცემასთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ გამოკითხული გოგონების 27%-ს პირველი სექსუალური ურთიერთობა 13-14 წლის ასაკში ჰქონდა, ხოლო 80%-მა არ იცოდა, რომ პირველი აბორტი უშვილობას იწვევს.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო, მაინც დიდი ალბათობაა, რომ რეალურად აბორტის მაჩვენებლი ახალგაზრდებში ბევრად უფრო მეტი იყოს“,- განაცხადა „დემოგრაფიული ფონდის“ ხელმძღვანელმა.
guardian.ge

იტვირთბა....