უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, მტერმა ბოლო ერთ დღეში 50-ზე მეტ დასახლებაზე მიიტანა იერიში. უწყების ინფორმაციით, ოკუპანტები სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ახორციელებენ:
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 60 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. მათ შორისაა: დონეცკის ოლქის სოლედარი, უგლედარი, იაკოვლევკა, ვესელე.
ოკუპანტები სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ახორციელებენ. ამგვარად, ხერსონის ოლქის კახოვკის დასახლებაში, დნეპრის სანაპიროზე მდებარე ბინაში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გამოყავთ,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
თავის მხრივ, ბოლო ერთ დღეში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 14 დარტყმა განახორციელეს. გენშტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 72 470 ჯარისკაცი დაკარგა.