უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ რუსეთის არმია ეფექტურად ვერ მუშაობს, ამიტომ თუ მას უკრაინასთან ომის დაწყებამდე „მსოფლიოს მეორე არმიას“ უწოდებდნენ, ახლა ის ოცდამეორეც აღარ არის.
„უკვე ახლა, ყოველ ათ დარტყმაზე, ტერორისტებს უწევთ მინიმუმ ოთხჯერ მეტი რაკეტის დახარჯვა. რუსეთს კიდევ უფრო უარესი შედეგი აქვს დრონებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანელი თანამზრახველების მიერ მიწოდებულ დრონებთან დაკავშირებით და მსოფლიო ხედავს ამას. ხედავს, რომ მსოფლიოს ყოფილი მეორე არმია“ თავისი ეფექტურობით ოცდამეორეც კი აღარ არის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის მეორე ასეულში მოხვდეს და ასეც იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მოუწევს, პასუხი აგოს იმ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელიც 31 ოქტომბერს განახორციელა.