ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ჩვენზე 28-ჯერ დიდ სახელმწიფოს ვებრძვით, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება – ზალუჟინი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებისას უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ თავდაცვას, ქმნიან რეზერვებს და თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას.

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც სიდიდით 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ჩვენს მოსახლეობაზე ოთხჯერ მეტია. რომლის სამხედრო პოტენციალი რამდენჯერმე აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან ათავისუფლებენ მშობლიურ მიწას, გამარჯვება რთულად მიიღწევა, თუმცა ის აუცილებლად დადგება“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

იტვირთბა....