ჯანდაცვა

Independent-ის კვლევის შედეგები: უნდა ვჭამოთ თუ არა დილით

„საუზმის გამოტოვება წონის კლების გასაღებია. დილაობით ჭამა წონის კლების გასაღებია. ბეკონის ჭამა საუზმეზე თქვენ გაგხდით ბედნიერს და ის გახდება გასაღები წონის კლებისთვის, ან მომატებისთვის“ – ასეთი სათაურებით თქვენ ხშირად წააყდებით სტატიებს სხვადასხვა საიტებზე.

ბრიტანული გამოცემა Independent ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერების კვლევის შედეგებს გვაცნობს.

კვლევის მიხედვით, ახალი პრაქტიკა გასწავლით, რომ თუ თქვენი მიზანი წონის კლებაა, არ აქვს მნიშვნელობა მიირთმევთ თუ არა დილით. ასე, რომ თქვენ შეგიძლიათ საუზმეზე თავისუფლად მიირთვათ.

ჯანმრთელობის საკითხების მკვლევარი მეცნიერები ასკვნიან, რომ  დილით ჭამა დღის განმავლობაში თქვენ გაძლევთ მეტ ენერგიას, გხდით იმათზე მეტად აქტიურს და უფრო ჯანრმთელს, რომლებიც საუზმეს არ მიირთმევენ.

პრაქტიკა დაფუძნებულია ორ ჯგუფზე – 21 წლის და 60 წლის ადამიანებზე, ერთნი, რომლებიც მიირთმევენ დილით და მეორენი, რომლებიც არ მიირთმევენ.

კვლევებმა აჩვენეს, რომ მათ, რომლებმაც დილით ჭამეს, წონაში არ დაუკლიათ, მაგრამ უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა განახორციელეს და დღის მომდევნო მონაკვეთებში უფრო მსუბუქად წაიხემსეს. გახდნენ უფრო ჯანრმთელები და აქტიურები.

იტვირთბა....