რუსული სამხედრო ძალები უკრაინაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას აგრძელებენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსები ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაესხნენ თავს, იბომბება ვინიცაც.
კიევში აფეთქებების ხმა არ წყდება, მუშაობს საჰაერო თავდაცვა. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ საჰაერო განგაშის დასრულებამდე დარჩნენ თავშესაფარში.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო განგაში თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით გამოცხადდა.