რუსეთი ყირიმში საჰაერო და წყალქვეშა დივერსიულ თავდაცვას აძლიერებს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალები ავრცლებს.
“მტერი აძლიერებს საჰაერო თავდაცვისა და წყალქვეშა დივერსიული თავდაცვის ზომებს სევასტოპოლის პორტის გარე იერიშის დროს ნაღმტყორცველი „ივან გოლუბეცის“ დაზიანებასთან დაკავშირებით“, – წერია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე მტრის 3 კალიბრის საკრუიზო სარაკეტო მატარებელია, ხოლო საერთო ჯამში 24 რაკეტა.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით აზოვის ზღვაში მტერი აგრძელებს საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს, საბრძოლო მორიგეობაზე 3-მდე ხომალდსა და ნავს ინახავს.