აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვება ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ემსახურება.
„რუსეთისგან ყველა ქმედება, რომელიც ამ კრიტიკული მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტის ხელშეშლას ემსახურება არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მსოფლიოს გარშემო უნდა გადაიხადონ მეტი საკვებისთვის ან იშიმშილონ“ – აცხადებს ბლინკენი.
29 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს.
უწყების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, აცხადებს უკრაინა ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში შავ ზღვაში არსებულ გემებს 16 დრონით დაესხა თავს.
რუსეთის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან ტერორისტული თავდასხმა იყო.
უწყების ცნობით, თავდასხმა 9 საჰაერო და 7 წყალქვეშა დრონს მოიცავდა. რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვის ფლოტის გემებმა და ავიაციამ ყველა დრონი გაანადგურა.
რუსეთის თქმით, თავდასხმის შედეგად “მცირე დაზიანებები” მიიღო ნაღმმტყორცნმა “ივან გოლუბეცმა” და ასევე დაზიანდა ზღვის ჩრილოეთ ყურეში არსებული ბარიერი.
თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ის გემები, რომელსაც უკრაინა თავს დაესხა ჩართულები არიან შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის დაცვაში.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ ასევე განაცხადა, რომ სევასტოპოლზე თავდასხმა “ბრიტანელი სპეციალისტების” კოორდინაციით მოხდა.