ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

დენის გათიშვა 4 მილიონამდე უკრაინელს შეეხო

ბოლო დღეებში მომხდარი დენის გათიშვა უკრაინაში 4 მილიონამდე ადამიანს შეეხო. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დენის გათიშვის გრაფიკი კიევსა და უკრაინის 9 ოლქში დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, დენის ავარიული გათიშვა სხვა რეგიონებშიც არის მოსალოდნელი.

რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში ენერგეტიკულ ობიექტებს 10 ოქტომბრიდან ინტენსიურად ბომბავს. სარაკეტო იერიშების შედეგად ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. კიევს დენი დღის განმავლობაში 4 საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.

იტვირთბა....