aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაუარეთ დავლური… ქვეყანა უკვე დაცალეთ და საცეკვაოდ დიდი სივრცე გაქვთ – ნათელაშვილი ოცნებას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

“პუტინმა ქართლი და აფხაზეთი შემოგვიღობა, ილხამ ალიევმა დავით გარეჯი წაგვართვა— ალიევს ზარ–ზეიმით ხვდება ამ წუთას მუხრანში ივანიშვილის ბანდა, მაშინ რა დააშვა პუტინმა? წამრთმევებში არის რაიმე განსხვავება? ისიც მოიწვიეთ და დაუარეთ დავლური. ქვეყანა მაინც დაცალეთ და საცეკვაო სივრცე დიდი გაქვთ.

იმედია ეჭვიც არ გეპარებათ რომ მუხრანის ე.წ შატოში ილხამ ალიევს შეხვდა პირადად ბიძინა ივანიშვილი. ე.წ პრემიერი ისევ და ისევ თვალის ასახვევად იქნა გამოყენებული ღია სცენაზე. მოილაპარაკეს ორ მაფიოზურ ოჯახს შორის ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან ახალი მილიარდების გადანაწილებაზე. ალიევმა ასევე ჩამოუტანა დიქტატორს პუტინის და ერდოღანის სხვადასხვა დანაბარები სადაც საქართველო ისევ სავაჭრო გარიგების ობიექტია.

საერთოდ არ შეხებიან ისეთ მტკივნეულ საკითხს როგორიცაა გარეჯის ოკუპაცია, საქართველო–აზერბაიჯანს შორის თავისუფალი მიმოსვლა რაც დღემდე შეზღუდულია უამრავი გამოგონილი პროცედურით და სხვა”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

იტვირთბა....