aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ცრუ ბრალდებაა“ – იენს სტოლტენბერგი “ბინძურ ბომბზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი “ბინძურ ბომბზე” რუსეთის განცხადებებს ცრუ ბრალდებებს უწოდებს. თემასთან დაკავშირებით ის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა.

სტოლტენბერგი წერს, რომ NATO-ს მოკავშირეები რუსეთის ბრალდებებს უარყოფენ და რუსეთმა ეს ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს.

“აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს რუსეთის ცრუ ბრალდების შესახებ ვესაუბრე, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება. NATO-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ ბრალდებას. რუსეთმა ეს არ უნდა გამოიყენოს ესკალაციის საბაბად. ჩვენ ურყევი ვრჩებით უკრაინის მხარდაჭერაში”, – წერს იენს სტოლტენბერგი. 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს უკრაინელების მხრიდან “ბინძური ბომბის” გამოყენებაზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებდა, რომ უკრაინა ომში “ბინძური ბომბის” გამოყენებით გეგმავს პროვოკაციას. შოიგუს ბრალდებებს აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უპასუხეს და მას “ცხადი სიცრუე” უწოდეს.

 

იტვირთბა....