[su_quote] თუ ეს ასეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე, ამის მერე როგორ შეიძლება ის პრემიერი ხვალ ისევ პრემიერი იყოს, ვინც ეს გააკეთა და როგორ შეიძლება პრეზიდენტმა გააგრძელოს პრეზიდენტობა. [/su_quote]
ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

