aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩვენებმა კადიროველებს …… დასცხეს! 60 ტიკტოკერი პირდაპირ წავიდა იოსიას კონცერტზე, 40 – ბილეთების რიგში ჩააყენეს! – პეტრიაშვილი უკრაინაში ომზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“აბა დილა მშვიდობისა ჩემი მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა კარგი ამბების დასტით!
ხერსონში წუხელ ჩვენებმა გუშინ 3 ალიგატორი კა-52 დასცეს მიწაზე!
ხერსონში წუხელ ჩვენებმა კადიროველებს …… დასცხეს! 60 ტიკტოკერი პირდაპირ წავიდა იოსიას კონცერტზე, 40 – ბილეთების რიგში ჩააყენეს!
ხერსონში წუხელ ჩვენებმა ურდოს შეიარაღების 3 საწყობი აწიეს ცაში, 4 საყრდენი საკომანდო პუნქტი მოარღვიეს და 80-მდე ურდოსიკი გაუშვეს კობზონველიზე საკონცერტოდ!
ლუჰანსკში წუხელ ჩვენებმა 3 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, დონეცკში – 1! ხოდა სულ ააახლოს მივიდნენ სტრატეგიულ სვატოვომდე და კრემენნა-სვატოვოს ტრასამდე!
დონეცკის ბახმუტში ისევ მედგრად დგანან ჩვენები! უჩეჩქვავენ თავებს ვაგნერელ “მუსიკანტებს” და უტევენ კიდეც შემოგარენზე უფრო მეტი ტერიტორიების გასათავისუფლებლად!
თავად რაშკასტანში ბრიანსკში რკინიგზა “ააფეთქეს” ჩვენმა ჯიგრებმა! ბელარუსი-რაშკას რკინიგზით შეიარაღების გადატანა პაწა ხანს კუკუუუ!
მოკლედ, მაგარი შეიკიკინეს ჯერ შოიგუ, ახლა ჯაგლაგა ლავროვმა და ლუზერმა გენშტაბმა გერასიმემ, ბინძურ ბომბს გვიდობს უკრაინაო! კი მაგრამ რომელიმ მაგას რომ ლაპარაკობს, კონკრეტულ ბომბს, ანუ მტკიცებეულებებს ვინმე ხელს კიდოობს.
მოკლედ ტყუილიაო ეგ ყველაფერი ყველა დონეზე უთხრეს ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, ფრანგებმა და თურქებმა! გუშინ ბოლოს ნატოს გენ.მდივანმა სტოლტენბერგმაც შემოსცხო, ძალიან კარგად ვიცით რა მამაძაღლობას ხარშავთ თქვენს გახრწნილ თავებში და ჯობია გინს მოეგოთო!
ჩინეთის საფონდო ბირჟებმა მძიმედ გადაიტანეს სი ძინპინის მესამე ვადით არჩევა! გადაწითლდა მთელი ჩინური ბირჟები!
აბა ვნახავთ ლონდონის ბირჟა როგორ რეაგირებას მოახდენს რიში სუნაკის პრემიერად დანიშვნაზე! ჩემთვის და ყველასთვის მთავარია, რომ კონსერვატორების ახალი ლიდერი და 5 წუთში პრემიერი უკრაინისთვის დახმარების და მხარდაჭერის შეწყვეტას არ აპირებს!
გერმანიის კანცლერმაც გუშინ უკრაინელებთან ბიზნეს ფორუმზე დაიჭექა, დავაჩქარებ IRIS -ის დანარჩენი 3 სისტემის მოწოდებასო! ე ბუჯო, დროზე ჰერ შოლც!
დღეს დილიდან შტაინმაიერი ჩაბრძანდა კიევში! იმედია, რამე უღირსი წინადადების შეთავაზებას არ აპირებს!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს! – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....