უკრაინელმა დამცველებმა ხერსონის ოლქში კადიროვის მებრძოლების ბაზას დაარტყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტელეგრამზე იტყობინება.
უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ანატოლი შტეფანის თქმით, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ოკუპანტი დაიჭრა, 40-მდე კი ლიკვიდირებულია.
არსებული ინფორმაციით, „კადიროველები“ სკოლის შენობაში იყვნენ განლაგებულები, სადაც უკრაინელების საარტილერიო ჭურვები დაეცა.