ბურკინა-ფასოს სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჯიბოს დასახლებასთან მოხდა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 50-მდე ადამიანი. ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებულია 18 თავდამსხმელიც.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ბაზას „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ისლამისტი მებრძოლების ჯგუფი დაესხა თავს.