საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, რაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს. დეგნანის თქმით, ახლა არის ამის რეალური შესაძლებლობა, თუ კი ქვეყნის ლიდერები 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ყველაფერს გააკეთებენ:
“ჩვენ თანმიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის და ნატოს წევრობა და ამისათვის ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. მე ვფიქრობ, რომ ახლა არსებობს რეალურის შესაძლებლობა ამისა, თუკი ლიდერები შეთანხმებიან და გადადგამენ რაც აუცილებელია 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის და ამისთვის ასევე მნიშვნელოვანია ფართო და ინკლუზიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების იმისათვის, რომ ევროკავშირმა დაინახოს ეს მზაობა, სწორედ ეს არის საჭირო რომ მოხდეს სრული ინტეგრაცია და ეს ნაბიჯებია გადასადგმელი.
ნებისმიერი რამ, რაც ყოფს საქართველოს და უკრაინას, ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, ეს სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს იმიტომ რომ საქართველოშიც და უკრაინაშიც შეიჭრა რუსეთი და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია საქართველოში უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა” – განაცხადა კელი დეგნანმა.