ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს – მის კანდიდატურას კონკურენცია ვერავინ გაუწია

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი უკვე არჩეულია – ის ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკია, რომელიც ახლა კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრემიერი იქნება, ხვალიდან კი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება.

ბრიტანული მედიის ცნობით, პრემიერობისთვის ბრძოლაში ჩართვაზე ბოლო მომენტში უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა რიში სუნაკს.

მანამდე პოსტისთვის ბრძოლაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომლის თქმითაც, ის ქვეყნის სათავეში დაბრუნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შეეცდება.

ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე – რიში სუნაკს.

იტვირთბა....