ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსული სისასტიკის შემაძრწუნებელი სტატისტიკა – ოკუპანტები ქალებს, კაცებს და ბავშვებს აუპატიუირებენ, მსხვერპლთა ასაკი 4-დან 85 წლამდეა

რუსული სისასტიკის შემაძრწუნებელი სტატისტიკა – ოკუპანტები ქალებს, კაცებს და ბავშვებს აუპატიუირებენ, მსხვერპლთა ასაკი 4-დან 85 წლამდეა. ამი სშესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლი ირინა დიდენკო ავრცელებს.

ირინა დიდენკოს ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობაში ხუთი ეჭვმიტანილი უკვე იდენტიფიცირებულია. ორის საქმე უკვე სასამართლოშია.

დიდენკოს თქმით, სამწუხაროდ, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულები დაფიქსირებულია დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ყველა რეგიონში.

„სექსუალური ძალადობისგან ყველა კატეგორია თანაბრად დაზარალდა: ქალები, კაცები, ბავშვები, მოხუცები. რაც შეეხება ასაკს, ასეთი დანაშაულები დაფიქსირდა 4-იდან 85 წლამდე. სამწუხაროდ, ბევრია ასეთი შემთხვევა“, – განაცხადა დიდენკომ.

იტვირთბა....